infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » March » 19 » რობენი, კროოსი და მიულერი ბაიერნს არ დატოვებენ

რობენი, კროოსი და მიულერი ბაიერნს არ დატოვებენ

"ბაიერნის” პრეზიდენტმა გუნდის ვარსკვლავების პოტენციალურ გაყიდვასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია უარყო.

არც ისე ადრე "ბაიერნის” ექს-თავკაცმა ოტმარ ჰიტცფელდმა მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ სამწვრთნელო სკამზე პეპ გვარდიოლის მისვლის შემდეგ არიენ რობენი, ტონი კროოსი და ტომას მიულერი გუნდს დატოვებენ.

"მე, გულწრფელად ვამბობ, არ მესმის, როგორ შეეძლო ოტმარ ჰიტცფელდს ასეთი რამის თქმა”, – განაცხადა მიუნხენური კლუბის პრეზიდენტმა ული ჰიონესმა.

ეს ჭორები რობენმაც უარყო.

"ვფიქრობ, რომ ეს შემაძრწუნებელია. იმ ხალხმა, რომელიც კლუბის სისტემაში არ შედიან "ბაიერნის” სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით არაფერი არ უნდა იცოდეს. კონტრაქტი ამ კლუბთან კიდევ ორი წლით მაკავშირებს და მომდევნო სეზონიდან ახალი ერა იწყება. მის დაწყებას მოუთმენლად ველოდები”, – განაცხადა რობენმა.
Views: 636



Shadow


content top