infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » March » 18 » რონალდო ტიტულებს უმიზნებს

რონალდო ტიტულებს უმიზნებს

რონალდო
რამოდენიმე დღის წინ "რეალის” პორტუგალიელმა თავდამსხმელმა ალფრედო დი სტეფანოს სახელობის სპეციალური ჯილდო მიიღო.

დაჯილდოების ცერემონიაზე კრიშტიანუ პრესის ჟურნალისტებს გაესაუბრა.

"ჩემთვის ამ ჯილდოს მიღება თავად ალფრედო დი სტეფანოს ხელებიდან ძალიან დიდი პატივია. მინდა ყველას დიდი მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისათვის. იგი ახლა მე და "რეალს” ძალიან გვჭირდება”.

"ჩვენ ყველა ფრონტზე გამარჯვების მოპოვებისთვის ბრძოლას განვანგრძობთ. პრიმერა დივიზიონშიც არ ვაპირებთ ხელების ჩამოშვებას. ბოლომდე ვიბრძოლებთ. მე, როგორც "რეალის” ყველა ფეხბურთელს, ამ სეზონში ტიტულების მოპოვება მსურს. და ამისათვის არც თუ ისე ცუდი შანსები გვაქვს”, – განაცხადა რონალდუმ.
Views: 1328



Shadow


content top