infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » March » 18 » ვიხილავთ თუ არა მესის ბაიერნში

ვიხილავთ თუ არა მესის ბაიერნში

ბაიერნიმიუნხენური კლუბის ფორვარდი მომავალზე საუბრობს.

გასულ წელს მარიო გომესმა "ბაიერთან” ახალ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, თუმცა ბუნდესლიგის ლიდერის სასტარტო შემადგენლობაში ადგილი გასაგები მიზეზის გამო დაკარგა, და, ჭორების თანახმად, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ მან შესაძლოა სამუშაო ადგილი შეიცვალოს.

"ჩემს მომავალთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხის გაცემა არ მიყვარს. ჩემი სამუშაო – ფეხბურთის თამაშია, და მხოლოდ კლუბის ხელმძღვანელობა მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. მე ვერ გეტყვით დაზუსტებით დავტოვებ, თუ არა მიუნხენს. კლუბმა უკვე განაცხადა, რომ ჩემს გასხვისებას არ აპირებს და სწორედ ამით მთავრდება აქ ყველაფერი. "ბაიერნში” ყველაფერი მაკმაყოფილებს”, – აცხადებს გომესი.

"რამოდენიმე წლის წინ ხოსეპ გვარდიოლამ "ბარსელონაში” მიმიწვია, მაგრამ მე დარჩენა გადავწყვიტე. ვფიქრობ, როდესაც იგი სამუშაოს შეუდგება გუნდს შეაფასებს და სწორედ მაშინ გადაწყდება ის, ჭირდება თუ არა "ბაიერნს” ჩემი სამუშაო. ნათელია, რომ თუ მიუნხენში ლიონელ მესი გადაბარგდება, და თავისი სტანდარტული გრაფიკით გოლების გატანას გააგრძელებს, მაშინ "ბაიერნს” არამხოლოდ მე, არამედ გუნდის სხვა თავდამსხმელიც აღარ დასჭირდება”, – დაასრულა გერმანიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა.
Views: 705



Shadow


content top