infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » March » 18 » ემიუ პრემიერ ლიგას მოიგებს

ემიუ პრემიერ ლიგას მოიგებს

”მანჩესტერ იუნაიტედის” სერბ მცველს ნემანია ვიდიჩს არ ეპარება იმის ეჭვი, რომ მისი გუნდი მიმდინარე სეზონში პრემიერლიგას  მოიგებს.

”ამჟამად ”მანჩესტერ სიტის” 15 ქულით ვუსწრებთ. ეს სერიოზული სხვაობაა, რომლის ხელიდან გაშვების უფლება არ გვაქვს. შემიძლია ვთქვა, რომ საჩემპიონო ტიტულის ბედი ჩვენს ხელშია”, – აცხადებს ”წითელი ეშმაკების” მცველი.

”მოდუნება ჯერ კიდევ ადრეა. წინ არაერთი რთული მატჩი გველის. გასვლით თამაშებში ჩვენს გუნდს ზოგჯერ უჭირს. გარდა ამისა სერიოზულ მეტოქეებთან მოგვიწევს თამაში.

ბევრ გულშემატკივარს ჯერ კიდევ კარგად ახსოვს გასული სეზონი, რომელშიც ჩემპიონობა ხელიდან გავუშვით. გავაკეთებს ყველაფერს, რათა ეს არ განმეორდეს”, – დაასრულა ვიდიჩმა.
Views: 579



Shadow


content top