infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » March » 18 » პულენმა ბოლონიელებს მოგების გემო გაახსენა

პულენმა ბოლონიელებს მოგების გემო გაახსენა

ჯეიკობ პულენ
საქართველოს ეროვნული ნაკრების გამთამაშებელმა ჯეიკობ პულენმა იტალიური "ოკნოპლასტ ბოლონიას” რიგებში ჩინებული დებიუტი მოიწყო. პულენმა "ტრენკვალდერ რეჯიო ემილიას” წინააღმდეგ 21 წუთს ითამაშა და 22 ქულა ჩააგდო.

ჯეკობი ბოლონიელთა სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა, მატჩის ერთ-ერთ გმირად კი იქცა. პულენმა 6-დან 5 ორქულიანი, 5-დან 3 სამქულიანი და 6-დან 3 საჯარიმო ჩააგდო და 22 ქულას 2 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 პასი წაამატა.

ნატურალიზებულმა ამერიკელმა უკანახაზელმა ბურთი სამჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 4-ჯერ დაირღვა.

თამაში "ოკნოპლასტის” აშკარა უპირატესობით დაიწყო და მათ პირველი მეოთხედი 24:11 მოიგეს, რამაც თამაშის ბედი გადაწყვიტა. საბოლოოდ, მასპინძლებმა 82:74 იმარჯვეს.

აღსანიშნავა, რომ ბოლონიელებს პულენის მისვლამდე უკანასკნელი 7 მატჩიდან 6 წაგებული ჰქონდათ და ნავსის გატეხვა მოახერხეს. ჯეიკობის ახალმა კლუბმა 14 მარცხის წილ მე-8 მოგება მიითვალა და 16-გუნდიან სერია A-ში მე-13 ადგილზე გადაინაცვლა.

14 გამარჯვებით და 9 წაგებით მე-7 საფეხურამდე დაქვეიათდა ვიქტორ სანიკიძის "მონტეპასკი”. სიენელები "იუვეკასერტასთან” გასვლით შეხვედრაში 64:72 დამარცხდნენ, ქართველი ფორვარდი კი სარგებლიანობის მხრივ, სტუმართა რიგებში საუკეთესო იყო.

სანიკიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 29 წუთში 8 ქულა, 7 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 პასი მოაგროვა. ვიქტორმა 2-დან 1 ორქულიანი და 3-დან 2 სამქულიანი გამოიყენა, ბურთი არცერთხელ დაუკარგავს, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ. სიენელები დასკვნითმა მეოთხედმა "დაღუპა”, რომელშიც ისინი 16:28 განადგურდნენ.
Views: 546



Shadow


content top