infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » March » 16 » იუვენტუსს ძლიერი დაცვა ყავს

იუვენტუსს ძლიერი დაცვა ყავს

იუვენტუსიმიუნხენის "ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი, იუპ ჰაინკესი აცხადებს, რომ მან კარგად იცის, თუ რა დონის გუნდია "იუვენტუსი”. ასევე, 67 წლის სპეციალისტმა ტურინელთა დაცვის ხაზი შეაქო.

შეგახსენებთ, რომ კენჭისყრის შედეგების მიხედვით, "იუვენტუსი” და "ბაიერნი” ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.


"ძალიან კარგად ვიცი, რა დონის გუნდია "იუვენტუსი”. ამ დროსთვის, "ბიანკონერი” იტალიის საუკეთესო კლუბია და მათ წინააღმდეგ ურთულესი თამაშები გველის. გამოვარჩევ, "იუვენტუსის” დაცვის ხაზს, მათ ძალიან ძლიერი მცველები ჰყავთ. საკმაოდ კარგი მატჩები გველის. იმედი მაქვს, "ბაიერნი” უკეთ ითამაშებს და მომდევნო ეტაპზე ჩვენ გავალთ”, – უთხრა ჰაინკესმა "ბაიერნის” ოფიციალურ საიტს.
Views: 676



Shadow


content top