infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » March » 12 » ჩემპიონთა ლიგა: შალკე-გალათასარაი

ჩემპიონთა ლიგა: შალკე-გალათასარაი

 შალკე გალათასარაიშალკე-გალათასარაი (პირველი მატჩი 1:1)
 ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, "გალათასარაიმ” ისეთი ტრანსფერები განახორციელა, რომ თურქული კლუბი ცუდ ფორმაში მყოფ "შალკესთან” ფავორიტად ითვლებოდა, მაგრამ გელზენკირხენელებმა სტამბულში გოლი გაიტანეს და არ წააგეს, ხოლო შემდეგ ზედიზედ 3 თამაში მოიგეს და წყვილის ფავორიტებადაც იქცნენ.
 "შალკესგან” საპირისპიროდ მისდის საქმეები "გალათასარაის”. თურქეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში, საკუთარ კედლებში მოულოდნელად წაგების შემდეგ, ფათიჰ თერიმის გუნდმა მეორეადგილოსან "ფენერბაჰჩეს” სხვაობის 4 ქულამდე შემცირების საშუალება მისცა.
 "გალათასარაის” სერიოზული საკადრო პრობლემებით ხვდება "შალკე”, რომელსაც გუნდის ლიდერი ჰუნტელაარის გარდა, აფელაი, მარიკა, პაპადოპულოსი, უნერშტალი და ჯონსი არ ეყოლება. გერმანიას უიფალუშისა და ელმანდერის გარეშე ეწვია "გალათასარაი”.
 • ყველა ტურნირის გათვალისწინებით, 5-მატჩიანი მოუგებელი სერიის შემდეგ, "შალკემ” ზედიზედ 3 შეხვედრაში იმარჯვა;
 • "შალკე” ერთ-ერთია იმ 3 გუნდიდან, რომლებიც ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში წაუგებელნი არიან;
 • მიმდინარე გათამაშებაში, "შალკემ” ფრედ 4 თამაში დაასრულა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია;
 • ევროტურნირების ფლეი ოფში, სტუმრად ჩატარებული პირველი მატჩის ფრედ დასრულების შემდეგ, 10 შემთხვევიდან, "შალკე” მომდევნო ეტაპზე 8-ჯერ გავიდა;
 • მიმდინარე გათამაშებაში, "გალათასარაიმ” 3 თამაში მოიგო და აქედან 2 სტუმრად;
 • "გალათასარაის” ნახევარმცველმა, ჰამით ალთინთოფმა, პროფესიონალური კარიერა "შალკეში” დაიწყო. გელზენკირხენელთა მაისურურით ბუნდესლიგაში ჩატარებულ 113 ტამაშში მან 8 გოლი გაიტანა;
 • "გალათასარაის”, ჩემპიონთა ლიგაზე, 5-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს;
 • "გალათასარაიმ” კარის მშრალად შენახვა ჩემპიონთა ლიგის ბოლო 11 გასვლით მატჩში ვერ მოახერხა;
 • ევროტურნირების ფლეი ოფში, საკუთარ კედლებში ჩატარებული პირველი თამაში "გალათასარაიმ” ფრედ 9-ჯერ დაასრულა. თურქები შემდეგ ეტაპზე მხოლოდ ერთხელ გავიდნენ;
 • მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 7 მატჩში, "გალათასარაიმ” 8 გოლი გაიტანა, რაც 1/8-ფინალისტთა შორის ყველაზე ცუდი შედეგია. აქედან 7 გოლი ბურაქ ილმაზის ანგარიშზეა;
 • ევროტურნირების ფლეი ოფში აქამდე დაფიქსირებული შედეგების გათვალისწინებით, "შალკეს” შემდეგ ეტაპზე გასვლის 75.8%-იანი შანსი აქვს.
სავარაუდო შემადგენლობები
შალკე (4-2-3-1): ჰილდებრანდი, უჩიდა, ჰიოვედესი, მატიპი, კოლასინაცი, ნოიშტადტერი, ჰოგერი, ფარფანი, დრაქსლერი, ბასტოსი, პუკი.
გალათასარაი (4-3-1-2): მუსლერა, საბრი, სემიჰი, ნუნკო, რიერა, ალთინთოფი, მელო, შელჩუქი, სნეიდერი, ილმაზი, დროგბა.
მსაჯი: იონას ერიკსენი (შვედეთი).
Views: 623



Shadow


content top