infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » March » 12 » მოურინიომ რეალი უნდა დატოვოს

მოურინიომ რეალი უნდა დატოვოს

მოურინიო
პორტუგალიელ სპეციალისტს მადრიდული კლუბის ხელმძღვანელობასთან შეთანხმება აქვს გაფორმებული, რომლის თანახმადაც მან დაკავებული პოსტი უნდა დატოვოს.

როგორც ესპანური პრესა იტყობინება, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ჟოზე მადრიდს დატოვებს. აღმოჩნდა, რომ მოურინიო და "თეთრების” ბოსები ჯერ კიდევ ზამთარში შეთანხმდნენ იმის შესახებ, რომ ზაფხულში პორტუგალიელმა "რეალის” თავკაცის პოსტი უნდა დატოვოს.

Cadena SER-ის განცხადებით, ჟოზე, მიუხედავად ბოლოდროინდელი ნაყოფიერი მუშაობისა, ამ სეზონის დასრულების შემდეგ "რეალიდან” წავა. პრესა პორტუგალიელს მომავალ სამუშაო ადგილად ინგლისურ "ჩელსისა” და "მანჩესტერ სიტის” ან ფრანგულ "პარი სენ ჟერმენს” უწინასწარმეტყველებს.
Views: 605



Shadow


content top