infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » March » 11 » რეალი რონალდოს ემიუში არ გაუშვებს

რეალი რონალდოს ემიუში არ გაუშვებს

რონალდო
მადრიდული კლუბი გუნდის მთავარი ვარსკვლავის გასხვისებას არ აპირებს.

უკვე პირველი კვირა არაა, რაც პრესა ავრცელებს ჭორებს იმის შესახებ, რომ ზაფხულში "ემიუ” პორტუგალიელი ვარსკვლავის გადაბირებას ეცდება. გავრცელებული ჭორებისა და კრიშტიანუს ინტერვიუს ნაწილის თანახმად, სადაც იგი აცხადებს, რომ მადრიდში ძალიან ბედნიერი არაა, ფეხბურთელი გუნდის შეცვლაზე ფიქრობს.

თუმცა "რეალი”, კლუბის სპორტული დირექტორის ემილიო ბუტრაგენიოს სიტყვებით, კატეგორიულად უარყოფს რონალდუს შესაძლო ტრანსფერს. 

"რეალი” კრიშტიანუს გაყიდვას არც "ემიუში” და არც რომელიმე სხვა კლუბში არ აპირებს. რონალდუს თამაშის დონე ჩვენ სავსებით გვაკმაყოფილებს. მიამიტობა იქნება იმის ვარაუდი, რომ "რეალი” გუნდის ლიდერის სხვა კლუბში გაშვებას მოინდომებს. ჩვენ ამაზე არც კი გვიფიქრია”, – განაცხადა ბუტრაგენიომ.
Views: 569



Shadow


content top