infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » March » 11 » ბარსელონას ვილანოვას დახმარება ჭირდება

ბარსელონას ვილანოვას დახმარება ჭირდება

პიკე
"ბარსელონას” მცველმა ხერარდ პიკემ განაცხადა, რომ მთავარი მწვრთნელის ტიტო ვილანოვას არყოფნა გუნდზე უარყოფითად მოქმედებს.

"ჩვენ ტიტო ძალიან გვჭირდება. მისი გვჯერა და გვინდა, რომ დაბრუნდეს”.

"გუნდი მთავარი მწვრთნელის გარეშე რთულ სიტუაციაში იმყოფება. ვილანოვას გარეშე ჩვენ ისე ვართ, როგორც ორკესტრი დირიჟორის გარეშე. თუმცა "ბარსა” ამას გაუმკლავდება. ტიტო ნიუ-იორკიდან დაგვეხმარება”.

"ყველაზე მთავარი – მისი ჯანმრთელობაა, ჩვენ არ გვინდა მას დროზეადრე დაბრუნება ვაიძულოთ, ასე რომ დაველოდებით იმ დროს, თუ როდის გამონჯამრთელდება იგი”, – განაცხადა პიკემ.

შეგახსენებთ, რომ ვილანოვა ნიუ-იორკში ყელზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციის კურსებს გადის.
Views: 525



Shadow


content top