infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » March » 11 » რუნი მანჩესტერს დატოვებს

რუნი მანჩესტერს დატოვებს

რუნი"წითელი ეშმაკუნების” ფორვარდი უეინ რუნი გამოტყდა, რომ შესაძლოა კლუბი უკვე ამ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე დატოვოს.

Goal.com ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუნის ასეთი მოსაზრების მთავარი მიზეზი ისაა, რომ ალექს ფერგიუსონმა უეინი ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის "რეალის” წინააღმდეგ გამართულ განმეორებით შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში არ დააყენა.

მიუხედავად ფერგიუსონის დამაჯერებელი განცხადებისა, იმასთან დაკავშირებით, რომ თავდამსხმელი გუნდში აუცილებლად დარჩება, თავად ფეხბურთელი არ არის კატეგორიული და მზადაა "ოლდ ტრაფორდიდან” აბარგების ვარიანტები განიხილოს.

შეგახსენებთ, რომ თავდამსხმელის გადაბირებით "მანჩესტერ სიტი” და "პარი სენ ჟერმენი” არიან დაინტერესებულნი.
Views: 580



Shadow


content top