infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » March » 11 » ბეილს რეალი და ბარსელონა მოსწონს

ბეილს რეალი და ბარსელონა მოსწონს

ბეილი
ინგლისურ პრესაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაციები "ტოტენჰემის” ვინგერის მიმართ დაინტერესებულ კლუბებთან დაკავშირებით.

ასე და ამგვარად, გუშინ ცნობილი გახდა, რომ მადრიდის "რეალი” მზადაა გარეტში 60 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადოს. თავად ბეილმაც გარისკა "ცეცხლზე ნავთი დაესხა” და პრესის ჟურნალისტებთან ინტერვიუ ჩაწერა.

"დიახ, "პსჟ” და "მანჩესტერ სიტი” შესანიშნავი გუნდები არიან, თუმცა ისინი "ბაიერნთან”, "რეალთან” და "ბარსელონასთან” ახლოსაც ვერ მივლენ. სწორედ ამ სამი გუნდის თამაშით ვარ მოხიბლული, როგორც ფეხბურთელი. სწორედ ამიტომ, ეს კლუბები ძალიან მომწონს. რაც შეეხება ჩემს ტრანსფერს, ამაზე ჯერ არ ვფიქრობ. ჩემი მიზანი – ყოველ წელს, როგორც ფეხბურთელი გაზრდა და საკუთარი გუნდის დახმარებაა”, – განაცხადა ბეილმა Telefoot-თან ინტერვიუში.
Views: 663



Shadow


content top