infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » March » 10 » არსენალს ბაიერნის დაძლევის იმედი აქვს

არსენალს ბაიერნის დაძლევის იმედი აქვს

ვენგერი
"არსენალის” მთავარი მწვრთნელი მიუნხენურ კლუბთან მოახლოებული განმეორებითი შეხვედრის წინ ოპტიმიზმს არ კარგავს.

"გვესმის, რომ მიუნხენში რაღაც წარმოუდგენელი უნდა გავაკეთოთ, თუმცა მჯერა, რომ "ბაიერნის” ბარიერის დაძლევის შანსი ჯერ კიდევ გვაქვს”.

"საკმაოდ დიდ უფსკრულში ჩავვარდით, თუმცა ამ უფსკრულიდან ამოსვლა უნდა ვცადოთ. როგორ დავიწყებთ მატჩს? ჯერ არ გადამიწყვეტია, თუმცა ეს რაღაც გრანდიოზული იქნება”.

"ისე უნდა ვიმოქმედოთ, როგორც შეკრულ გუნდს შეეფერება, სწორედ ამის შემდეგ გვექნება შემდეგ რაუნდში გასვლის დავალების შესრულების გადაწყვეტა”, – აცხადებს არსენ ვენგერი.
Views: 671



Shadow


content top