infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » March » 10 » ხავი მილანთან ვერ ითამაშებს

ხავი მილანთან ვერ ითამაშებს

ხავი
"ბარსელონას” ლიდერი სეზონის ერთ-ერთ მნიშვნელოვან შეხვედრაში საკუთარი გუნდის დახმარებას შეძლებს.

ესპანური პრესა იტყობინება, რომ "ბარსელონას” 33-წლის ნახევარმცველმა ხავიმ, რომელმაც გასულ კვირას "რეალთან” საჩემპიონატო შეხვედრა მუხლქვეშა მყესების დაზიანების გამო გამოტოვა, პირველ გუნდთან ერთად გუშინ სრული დატვირთვით ივარჯიშა, და ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის "მილანის” წინააღმდეგ განმეორებით გასამართ შეხვედრაში მონაწილეობის მიღება უნდა შეძლოს.

გუშინ პრიმერა დივიზიონის ეგიდით "დეპორტივოს” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში ხავი გასაგები მიზეზის და გამო ვერ მოხვდა მატჩის განაცხადში – "ბარსელონას” სამწვრთნელო შტაბმა ევროთასებზე გასამართი მნიშვნელოვანი მატჩის წინ ლიდერის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არ გარისკა.
Views: 582



Shadow


content top