infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » March » 8 » ნეიმარი არჩევანს ვერ აკეთებს

ნეიმარი არჩევანს ვერ აკეთებს

ნეიმარიზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მიმდინარეობისას,ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელი ბრაზილის ნაკრებისა და სანტოსის თავდამსხმელი იქნება.

ნეიმარი დიდი ხანია ევროპაში თამაშზე ოცნებობს,თუმცა ამჟამინდელი კლუბის დატოვებას მაინც არ ჩქარობს.იგი მზადაა რეალის ან ბარსელონას მოთამაშე გახდეს და მისი თქმით,ამ ორ გუნდს შორის არჩევანის გაკეთება პრაქტიკულად შეუძლებელია.

"ვერ დავასახელებ ჩემს ფავორიტს ბარსელონასა და რეალს შორის.ეს ორი დიდებული კლუბის,რომელთაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით სცემენ პატივს.ორივე მათგანს განსაკუთრებული ისტორია და ფანტასტიური ფეხბურთელები გააჩნია.

ბოლო რამოდენიმე წელიწადია ბარსელონამ ყველას გულები დაიპყრო და საუკეთესოა.ევროპაში თამაში ჩემი დიდი ხნის ოცნებაა,მაგრამ არ ვიცი ეს როდის მოხდება,მთავარია ვიგრძნო,რომ მზად ვარ ახალი გამოწვევისთვის.ტრანსფერის განხორციელება მარტო ჩემს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.”-განაცხადა ნეიმარმა.
Views: 786



Shadow


content top