infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » March » 8 » სუარესმა გოლებით ჯეკპოტი მოხსნა

სუარესმა გოლებით ჯეკპოტი მოხსნა

სუარესი
ურუგვაელმა ფორვარდმა საკუთარი გოლებით "ჯეკ-პოტი” მოხსნა.

ლუისმა "ლივერპულთან” ახალი კონტრაქტი გასული წლის ზაფხულში გააფორმა, და ამ დროის განმავლობაში მისი ყოველკვირეული ხელფასი 80 ათას ფუნტ სტერლინგს შეადგენდა.

მიმდინარე სეზონში თავდამსხმელი პრემიერ ლიგის საბომბარდირო სიას ლიდერობს, მთლიანად კი საკუთარ ანგარიშზე ყველა ტურნირზე გატანილი 28 გოლი აქვს ჩაწერილი. სწორედ ეს შედეგი გახდა მიზეზი იმისა, რომ ურუგვაელის ყოველკვირეულმა ხელფასმა 120 ათას ფუნტ სტერლინგამდე მოიმატა.

"ლივერპულის” ხელმძღვანელობამ ფორვარდის კონტრაქტში სპეციალური ბონუსები ჩართო, საიდანაც ერთ-ერთი ხელფასის გაზრდა აღმოჩნდა. ასევე გეტყვით იმასაც, რომ მიმდინარე ხელშეკრულების თანახმად სუარესს მერსისაიდელებთან კონტრაქტი 2017-წლის ზაფხულში ეწურება.
Views: 573



Shadow


content top