infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » March » 7 » იუვენტუსს ჩემპიონთა ლიგის მოგება უნდა

იუვენტუსს ჩემპიონთა ლიგის მოგება უნდა

იუვენტუსი, ჩემპიონთა ლიგატურინის "იუვენტუსის” ფრანგმა ნახევარმცველმა, პოლ პოგბამ "სელტიკთან” მოგებული მატჩის შემდეგ, განაცხადა, რომ "ბიანკონერის” მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის მოგება სურს.

შეგახსენებთ, რომ "იუვენტუსსა” და "სელტიკს” შორის გამართული შეხვედრა, ტურინელების გამარჯვებით, 2-0 დასრულდა.

"რთული მატჩი გვქონდა, თუმცა კარგად ვითამაშეთ და ძალიან გახარებული ვარ. ჩემპიონთა ლიგაზე, ყველა თამაში რთულია, მაგრამ იმედი გვაქვს, ამ ტურნირის მოგებას მოვახერხებთ. რაც შემეხება მე, მწვრთნელი ყოველთვის მეუბნება, რომ უნდა მოვუმატო, ამისათვის კი ბევრს ვშრომობ. მე მხოლოდ თამაში და მოგება მსურს, სულ ესაა. იმის გამო, რომ რამდენჯერმე შორეული დარტყმით გოლის გატანა მოვახერხე, გულშემატკივრებს სურთ, რომ შორიდან უფრო ხშირად დავარტყა, მაგრამ ეს ადვილი სულაც არაა”, – თქვა 19 წლის ფეხბურთელმა.
Views: 742



Shadow


content top