infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » March » 5 » პირველ გოლს დიდი მნიშვნელობა აქვს

პირველ გოლს დიდი მნიშვნელობა აქვს

მადრიდის "რეალის” თავდამსხმელმა კარიმ ბენზემამ უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე "მანჩესტერ იუნაიტედის” წინააღმდეგ ხვალ გასამართი განმეორებითი მატჩის შესახებ ისაუბრა. ფრანგი ფეხბურთელის თქმით, გადამწყვეტი ის იქნება, თუ რომელი გუნდი გაიტანს პირველ გოლს.

"საკუთარ ძალებში დარწმუნებულები ვართ. "ბარსელონასთან” გამართულმა მატჩებმა კარგი განწყობა შეგვიქმნა. ვიცით, რომ "ოლდ ტრაფორდზე” რთული შეხვედრა იქნება როგორც მეტოქე გუნდისთვის, ასევე ჩვენთვის, რადგან ისინიც და ჩვენც საკმაოდ კარგ ფორმაში ვართ. გადამწვეტი მნიშვნელობა ექნება პირველ გოლს. მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი გვაქვს. მოედანზე უშეღავათო ტაქტიკური ბრძოლა გაიმართება და გარისკვაც ღირს”, – ციტირებს ბენზემას სიტყვებს "სქაი სპორტსი”.

კიდევ შეგახსენებთ, რომ მატჩი "მანჩესტერ იუნაიტედსა” და "რეალს” შორის ხვალ, ჩვენი დროით 23:45 საათზე დაიწყება. პირველი შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.
Views: 576



Shadow


content top