infoBets - ქართველი ძიუდოისტების მორიგი გამარჯვება - 4 March 2013
infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » March » 4 » ქართველი ძიუდოისტების მორიგი გამარჯვება

ქართველი ძიუდოისტების მორიგი გამარჯვება

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ერთი კვირის წინანდელი დიუსელდორფის "დიდი პრიზის” მსგავსად, ვარშავული "ევროპის ღია ტურნირიც” გუნდური პირველი ადგილით დაასრულა. ირაკლი უზნაძემ პოლონეთში ნაწილობრივ გადახალისებული შემადგენლობა ჩაიყვანა, 12-კაციან განაცხადში საერთოდ არ იყვნენ მძიმეწონოსნები, მაგრამ ამის მიუხედავად, ქართული გუნდი 37 ნაკრებს შორის საუკეთესო აღმოჩნდა. თუმცა აქვე უნდა დავამატოთ, რომ პოლონურ კვარცხლბეკზე ნაკრების გამოცდილი წევრები ავიდნენ. ნუგზარ ტატალაშვილის (73 კგ) მიერ გუშინ მოპოვებულ ოქროსა და ზებედა რეხვიაშვილის (73 კგ) ვერცხლს დღეს თავისი ოქრო ლევან წიკლაურმქართული ძიუდოა (81 კგ) მიამატა.
 ტურნირის მეორე დღეს ჩემპიონ-პრიზიორები დარჩენილ ოთხ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ. ქართული განაცხადიდან საქმეში 7 ძიუდოისტი ჩაერთო.
  

81 კგ.
 ლევან წიკლაურმა საჩემპიონო გზაზე ხუთი მეტოქე ჩამოიშორა. ფინალამდე ისე მივიდა, ჭიდაობისთვის განკუთვნილი ხუთი წუთი სრულად ერთხელაც არ გამოუყენებია. სერბი ალექსეი ნეფედოვი, ესტონელი ევგენი სალეიევი, ფრანგი ქუენტინ ჟუბერი და რუსი მაქსიმ ბუგა იპონ-იპონ ჩამოიცილა. განსაკუთრებით შთამბეჭდავი ნახევარფინალში შესრულებული ულამაზესი წმინდა გდება იყო. გადამწყვეტ ორთაბრძოლაში კი ქართველმა ძიუდოისტმა ლატვიელ კონსტანტინს ოვჩინიკოვსს ვაზარ-იუკო აკმარა და ოქროს მედალთან ერთად 100 სარეიტინგო ქულაც გამოიმუშავა.
 ამავე წონაში, საქართველოს სახელით პაატა ღვინიაშვილმა და ხვიჩა ხუციშვილმაც იჭიდავეს, მაგრამ ტურნირს ორივე საწყისი ეტაპიდან გამოეთიშა. ღვინიაშვილმა სერბი მიროლიუბ ივეზიჩის იპონით ძლევის შემდეგ იპონითვე წააგო პოლონელ იაკუბ კუბიენიცთან. ხუციშვილი კი ტატამზე სულაც ერთადერთხელ გავიდა და უნგრელ მილან კოლერს წინააღმდეგობა ვერ გაუწია.

  

90 კგ.
 ბექა ღვინიაშვილმა "ევროპის ღია ტურნირზე” გამოსვლა მერვედფინალით დაასრულა, მას შემდეგ, რაც ფრანგ ლუდოვიკ გობერტთან ერთადერთი გაფრთხილებით დამარცხდა. ამ შეხვედრამდე ღვინიაშვილმა ორი მეტოქე ჩამოიშორა – უკრაინელ ანდრეი სპირიდონოვს ჯერ იუკო აუღო, მე-4 წუთზე კი წმინდად მოუგო. საფინალო სირენამდე მოუმთავრა საქმე უნგრელ კრიშტიან ტოტსაც. ამ უკანასკნელმა ჩვენებურთან დაჭიდებისას ფეხი იტკინა და ტატამი ღვინიაშვილის დახმარებითღა დატოვა.
 ლაშა ტაველური შეჯიბრებაში მეორე წრიდან ჩაერთო და უმალ წმინდად წააგო მონღოლ ცოგტგერელ ხუტაგთან.
 საბოლოოდ, ღვინიაშვილის მომგები ფრანგი ვერცხლის პრიზიორი გახდა. ტაველურის მძლეველი მონღოლი მესამე ადგილზე გავიდა. ჩემპიონი კი გერმანელი მარკ ოდენტალი გახდა.
  

100 კგ.
 აქტიურ სპორტში დაბრუნებული საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ვიცეპრეზიდენტი ლევან ჟორჟოლიანი "ევროპის ღია ტურნირზე” პირველ ნომრად იყო განთესილი, მაგრამ საბოლოოდ სამეულს მიღმა დარჩა - საქმეში მეორე წრიდან ჩაერთო და ლიტველ კაროლის ბაუზას იპონით გასცდა, მაგრამ მერვედფინალში მონღოლ ენხბატ ერდენებილეგთან ვაზარით წააგო და ოქრო-ვერცხლთან ერთად, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსიც უმალ დაკარგა.
 ამავე წონაში დავით ლორიაშვილმაც მოირგო კიმონო, მაგრამ მხოლოდ ერთხელ –უკრაინელ დმიტრო ბერეჟნისთან ორ წუთში დამარცხდა.
 100 კილოგრამში ტურნირი წაუგებლად ებრაელმა ორ სასონმა დაასრულა. გადამწყვეტ შეხვედრაში მან ბელგიის ნაკრების წევრ ტომა ნიკიფოროვს აჯობა. მძიმეწონოსანთა ჭიდაობები კი რუსული ფინალით დაგვირგვინდა – სერგეი პროკინმა რენატ საიდოვი დაამარცხა.
 ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ქართულ გეგმაში ერთადერთი საერთაშორისო ტურნირიღა რჩება – თურქული "დიდი პრიზი” რომელიც 30-31 მარტს სამსუნში გაიმართება. ევროპირველობას კი აპრილის ბოლოს ბუდაპეშტი უმასპინძლებს.

ძიუდო
"ევროპის ღია ტურნირი”
ვარშავა
2-3 მარტი

60 კგ.
 1. იელდოს სმეტოვი (ყაზახეთი)
 2. აიბეკ იმაშევი (ყაზახეთი)
 3. ბოლდბაატარ ჩიმედ-იონდონი (მონღოლეთი)
 3. რუსტამ იბრაიევი (ყაზახეთი)

66 კგ.
 1. გიორგი ზანთარაია (უკრაინა)
 2. იაკუბ შამილოვი (რუსეთი)
 3. ბოლდბაატარ განბატი (მონღოლეთი)
 3. კილიან ლე ბლუჩი (საფრანგეთი)
 7. შალვა ქარდავა (საქართველო)

73 კგ.
1. ნუგზარ ტატალაშვილი (საქართველო)
 2. ზებედა რეხვიაშვილი (საქართველო)
 3. იან გოსიევსკი (ბრიტანეთი)
 3. სოშინ კაცუმი (გერმანია)

81 კგ.
1. ლევან წიკლაური (საქართველო)
 2. კონსტანტინს ოვჩინიკოვსი (ლატვია)
 3. მაქსიმ ბუგა (რუსეთი)
 3. ქუენტინ ჟუბერი (საფრანგეთი)

90 კგ.
 1. მარკ ოდენტალი (გერმანია)
 2. ლუდოვიკ გობერი (საფრანგეთი)
 3. ცოგტგერელ ხუტაგი (მონღოლეთი)
 3. მილან რანდლი (სლოვაკეთი)

100 კგ.
 1. ორ სასონი (ისრაელი)
 2. ტომა ნიკიფოროვი (ბელგია)
 3. დავიდ ალარზა პალასიოსი (ესპანეთი)
 3. კლემენტ დელვერი (საფრანგეთი)

+100 კგ.
 1. სერგეი პროკინი (რუსეთი)
 2. რენატ საიდოვი (რუსეთი)
 3. ალესიო მასკეტი (იტალია)
 3. იუან მეტისი (ესტონეთი)

საერთო გუნდური ჩათვლა
                        ო    ვ    ბ    V    VII
 1. საქართველო   2    1    0    0    1
 2. რუსეთი              1    2    1    0    1
 3. ყაზახეთი            1    1    1    1    0
 4. გერმანია             1    0    1    0    0
 5. უკრაინა               1    0    0    1    2
 6. ისრაელი             1    0    0    0    0
 7. საფრანგეთი        0    1    3    2    2
 8. ლატვია                0    1    0    1    1
 9. ბელგია                0    1    0    1    0
 10. მონღოლეთი     0    0    3    2    0
Views: 230



Shadow


content top