infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » March » 3 » ტოტენჰემი 2:1 არსენალი

ტოტენჰემი 2:1 არსენალი

ინგლისის პრემიერლიგის 28-ე ტურის ცენტრალური მატჩი "უაით ჰართ ლეინზე” შედგა, სადაც "ტოტენჰემ ჰოთსპურმა” თანაქალაქელ ლონდონის "არსენალს” უმასპინძლა. ჩრდილოლონდონური დერბი "დეზების” გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა. "ტოტენჰემიდან” გოლები გარეტ ბეილმა (37′) და აარონ ლენონმა (39′) გაიტანეს, ხოლო "არსენალიდან” თავი პერ მერტეზაკერმა გამოიჩინა (51′).ტოტენჰემი, არსენალი

ცნობისთვის, ბეილი პრემიერლიგის მიჯრით მეხუთე მატჩია იტანს. სხვათა შორის, ერთი არასასიამოვნო ფაქტიც დაფიქსირდა – მატჩის მიმდინარეობისას "მეთოფეთა” ქომაგებმა უელსელ მარცხენაფლანგელს ბანანი ესროლეს.

Opta-ს ინფორმაციით, "ტოტენჰემმა” პრემიერლიგაში რიგით მე-200 საშინაო შეხვედრა მოიგო.


დღევანდელი მატჩის შემდეგ "დეზების” აქტივში 54 ქულა და მესამე ადგილია, "მეთოფეებს” კი 47 ქულა დარჩათ და კვლავ მეხუთე ადგილი აქვთ დაკავებული.

"ტოტენჰემი”-”არსენალი” 2:1

"ტოტენჰემი”: ლორისი, დოუსონი, უოკერი, ასუ-ეკოტო, ვერტონგენი, ბეილი, დემბელე (ლივერმორი 88′), სიგურდსონი, ლენონი (გალასი 90+7′), პარკერი, ადებაიორი (დეფო 67′).
მთავარი მწვრთნელი: ანდრე ვილაშ-ბოაში.

"არსენალი”: შჩესნი, მონრეალი, ჯენკინსონი (როსიცკი 60′), მერტეზაკერი, ვერმალენი, უილშირი, რემსი, კასორლა, არტეტა (პოდოლსკი 77′), ჟირუ, უოლკოტი.
მთავარი მწვრთნელი: არსენ ვენგერი.

გოლები: ბეილი 37′, ლენონი 39′ – მერტეზაკერი 51′.
გაფრთხილებები: ადებაიორი 19′, ვერტონგენი 29′, უოკერი 90+7′ – რემსი 30′.
მთავარი მსაჯი: მარკ კლატენბურგი.
Views: 534



Shadow


content top