infoBets - ტრაგედია არგენტინის დივიზიონის მატჩზე - 3 March 2013
infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » March » 3 » ტრაგედია არგენტინის დივიზიონის მატჩზე

ტრაგედია არგენტინის დივიზიონის მატჩზე

არგენტინის ჩემპიონატის მეორე დივიზიონის მატჩის წინ, რომელშიც ერთმანეთის წინააღმდეგ "ხიმნასიასა” და "ნუევა ჩიკაგოს” უნდა ეთამაშათ, ლაპლატელთა გუნდის 31 წლის გულშემატკივარი დაიღუპა.
 თამაშამდე, არა სტადიონის ტერიტორიაზე, გუნდის გულშემატკივრებს შორის ხელჩართული ჩხუბი გაიმართა, სადაც სხვა სახის იარაღებთან ერთად, ვიღაცამ ცეცხლსასროლი იარაღიც გამოიყენა, ტყვია ხულიო ვისასს მოხვდა, რომელიც სან მარტინის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.
 სიკვდილს ძლივს გადაურჩა 11 წლის ბავშვი, რომელსაც ტყვია წელის მიდამოში მოხვდა. ის სორ მარია ლუდოვიკის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს და ახლა მისი მდგომარეობა სტაბილურია.
 აბა, ვიღას აინტერესებს, რომ "ხიმენესმა” თამაში 4:0 მოიგო.
 შეგახსენებთ, გასულ კვირაში მსგვასი ინციდენტი "რივერ პლეიტისა” და "ტიგრეს” გულშემატკივრებს” შორის მოხდა და მაშინ 14 ადამიანი დაიჭრა.
Views: 142



Shadow


content top