infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » March » 3 » რეალი ჩემპიონთა ლიგის მოგებას გეგმავს

რეალი ჩემპიონთა ლიგის მოგებას გეგმავს

მადრიდის "რეალის” ნახევარმცველმა მესუთ იოზილმა განაცხადა, რომ გუნდი მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგისა და ესპანეთის თასის მოგებას აპირებს. გერმანიის ნაკრების წევრმა იქვე დასძინა, რომ ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ფინალურ მატჩში მიუნხენის "ბაიერნთან” შეხვედრას ისურვებდა.

"რეალში” მოთამაშე ფეხბურთელებისთვის თასების მოგება აუცილებელი რამ გახლავთ. ახლა გუნდი ესპანეთის თასსა და ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობს. კარგი იქნებოდა, ფინალში "ბაიერნს” რომ შევხვდეთ. თუმცა, ფინალამდე ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი”, – განაცხადა იოზილმა.

შეგახსენებთ, რომ "რეალი” ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მერვედფინალურ მატჩს 5 მარტს, "ოლდ ტრაფორდზე” ჩაატარებს. "სამეფო კლუბსა” და "მანჩესტერ იუნაიტედს” შორის გამართული პირველი შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

Views: 546



Shadow


content top