infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » March » 3 » მილანი მესამე ადგილზეა

მილანი მესამე ადგილზეა

"მილანის” მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ "ლაციოსთან” მოგებული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ "როსონერიმ” მესამე ადგილი დაიმსახურა.

შეგახსენებთ, რომ "შავ-წითლებმა” კევინ-პრინს ბოატენგის ერთი და ჯამპაოლო პაცინის ორი გოლის წყალობით იმარჯვეს.

"ჩემი გუნდის თამაშიდან გამომდინარე, ვიტყვი, რომ მესამე ადგილზე ყოფნას ვიმსახურებთ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ წინ ჩემპიონთა ლიგის მატჩია და კონცენტრაცია არ უნდა დავკარგოთ. ბოლო დღეებში, ძველზე უფრო ორგანზიბულად გამოვიყურებით.  კარგ ფორმაში ვართ და იმედია, სეზონის ბოლომდე ასე იქნება”, – ამბობს 45 წლის სპეციალისტი.

გასულ შეხვედრასთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა "ლაციოს” თავკაცმაც. პეტკოვიჩის აზრით, რომ არა კანდრევას გაძევება, მოვლენები სხვაგვარად განვითარდებოდა.

"მილანი” არაა ის გუნდი, რომელსაც ვერ დაამარცხებ. თუმცა, იმის შემდეგ, რაც კანდრევა გააძევებს, მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. იმედია, მსაჯებზე საუბარს როცა დაიწყებენ, ხალხს ჩვენ არ დავავიწყდებით. მინდა, ჩემი გუნდი შევაქო, მათ ყველაფრის მიუხედავად, ბოლომდე იბრძოლეს”, – აცხადებს პეტკოვიჩი.
Views: 605



Shadow


content top