infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » March » 2 » ჩემპიონთა ლიგა სხვა ჩემპიონატებს ჩრდილავს

ჩემპიონთა ლიგა სხვა ჩემპიონატებს ჩრდილავს

უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ განაცხადა, რომ ევროპის ლიგის განახლება იგეგმება, რათა აღნიშნული ტურნირის მნიშვნელობა გაიზარდოს. მისი თქმით, მთელ ყურადღებას ჩემპიონთა ლიგა იპყრობს, დანარჩენი ჩემპიონატები კი ჩრდილში ექცევა.

"ევროპის ლიგის გაუქმება გამორიცხულია. ეს აუცილებელი ტურნირია, რომლის გამარჯვებულიც შეიძლება ნებისმიერი გუნდი გახდეს. უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ ის ფაქტი, რომ ჩემპიონთა ლიგა თითქმის ყველა დანარჩენ ტურნირს კლავს. პირველ რიგში, ამ მხრივ მნიშვნელობით მეორე საკლუბო ევროპულ ტურნირს ვგულისხმობ. გვინდა, რომ ევროპის ლიგას მეტი მნიშვნელობა შევძინოთ. შესაძლოა, ის მნიშვნელოვნად განვაახლოთ კიდეც”, – პლატინის სიტყვები "ბილდმა” გამოაქვეყნა.
Views: 629



Shadow


content top