infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » March » 1 » ბუნდესლიგა პრემიერ ლიგას ჯობია

ბუნდესლიგა პრემიერ ლიგას ჯობია

"იუვენტუსის” 27 წლის ნახევარმცველი, კლაუდიო მარკიზიო აცხადებს, რომ თუ მომავალში, ტურინულ კლუბს დატოვებს, არ არის გამორიცხული, ბუნდესლიგაში გადაბარგდეს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წლის წინ, იტალიელ ფეხბურთელს მიუნხენის "ბაიერნს” უკავშირებდნენ.

"ჩემი პრიორიტეტი, "იუვენტუსში” დარჩენაა. თუმცა, არც იმას გამოვრიცხავ, მომავალში, ახალი გამოწვევა მივიღო და სხვა კლუბში გადავიდე სათამაშოდ. ბუნდესლიგა? გერმანული ფეხბურთი ძალიან მიყვარს. მათ შესანიშნავი სტადიონები აქვთ და უმეტეს შემთხვევაში, ტრიბუნები მთლიანად ივსება. ასევე, ძალიან მომწონს გერმანელი ფანები. მათი გუნდი ოთხბურთიანი სხვაობითაც რომ მარცხდებოდეს, სტადიონს მაინც არ დატოვებენ. პირადად მე, ბუნდესლიგა პრემიერ ლიგას მირჩევნია”, – აცხადებს მარკიზიო, რომელსაც "ბიანკონერისთან” კონტრაქტი 2016 წელს ეწურება.
Views: 536



Shadow


content top