infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 28 » ესპანეთის სუპერთასი

ესპანეთის სუპერთასი

ესპანეთის სუპერ თასიესპანეთის თასის მეორე ნახევარფინალური მატჩი სევილიაში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა კლუბმა მადრიდის "ატლეტიკო” მიიღო.
შეხვედრა შედეგიანი ფრით – 2:2 დასრულდა. ანგარიში მეექვსე წუთზე მადრიდელთა ბრაზილიელმა ფორვარდმა დიეგო კოსტამ გახსნა. 29-ე წუთზე "ატლეტიკოს” უპირატესობა რადამელ ფალკაომ გაზარდა. შესვენებამდე ანდალუსიელებმა ერთი ბურთი გაქვითეს, თავი ხესუს ნავასმა გამოიჩინა. მეორე ტაიმში "სევილიამ” ანგარიში გაათანაბრა – კომპენსირებულ დროში გოლი ივან რაკიტიჩმა გაიტანა. აღსანიშნავია ისიც, რომ მასპინძლებმა მატჩი ცხრა კაცით დაასრულეს: 76-ე წუთზე მთავარმა მსაჯმა გარი მედელი გააძევა, 93-ე წუთზე კი წითელი ბარათი ჟოფრეი კონდოგბიას უჩვენა.

ამრიგად, მადრიდულმა კლუბმა ორი მატჩის ჯამში მეტოქე ანგარიშით 4:3 დაამარცხა. დიეგო სიმეონეს გუნდი ფინალურ მატჩში მადრიდის "რეალს” დაუპირისპირდება. შეხვედრა 18 მაისს შედგება.

 

"სევილია”-”ატლეტიკო” 2:2

გოლები: ხესუს ნავასი 39′, რაკიტიჩი 90+1′ – დიეგო კოსტა 6′, ფალკაო 29′.
გაფრთხილებები: კონდოგბია 43′, მედელი 76′, რაკიტიჩი 78′ – რაულ გარსია 44′, დიასი 48′.
გაძევებები: მედელი 76′, კონდოგბია 90+3′.
Views: 628



Shadow


content top