infoBets - იბრაჰიმოვიჩი დისკვალიფიცირებულია - 28 February 2013
infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 28 » იბრაჰიმოვიჩი დისკვალიფიცირებულია

იბრაჰიმოვიჩი დისკვალიფიცირებულია

იბრაჰიმოვიჩი"პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე "ვალენსიას” წინააღმდეგ გამართულ პირველ მატჩში მოედნიდან გააძევეს, უეფასგან ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.

ამრიგად, შვედი თავდამსხმელი პარიზულ კლუბს ვერ დაეხმარება "ღამურებთან” გასამართ განმეორებით შეხვედრასა და მეოთხედფინალური ეტაპის პირველ მატჩში, თუ, რა თქმა უნდა, "პსჟ” მომდევნო ეტაპის საგზურს მოიპოვებს.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთში გამართული შეხვედრა პარიზელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა. დავამატებთ იმასაც, რომ იბრაჰიმოვიჩი "ვალენსიას” ნახევარმცველ ანდრეს გუარდადოს წინააღმდეგ უხეში თამაშისთვის გააძევეს.
Views: 220



Shadow


content top