infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 27 » თუ რეალი ლიგას ვერ მოიგებს მოურინიო წავა

თუ რეალი ლიგას ვერ მოიგებს მოურინიო წავა

მოურინიო, ელგერამადრიდის "რეალის” ყოფილმა მცველმა ივან ელგერამ განაცხადა, რომ თუკი "სამეფო კლუბი” მიმდინარე სეზონში უეფას ჩემპიონთა ლიგის თასს ვერ მოიგებს, ჟოზე მოურინიო სამუშაოდ სხვა კლუბში გადაბარგდება. 
 "ვფიქრობ, მოურინიო დაიღალა. განსაკუთრებით ყველაფერ იმის შემდეგ, რაც მიმდინარე სეზონში ხდებოდა. ცოტა დრო არაა, რაც პორტუგალიელი მადრიდში მუშაობს, ეს კი, დიდ ენერგიას მოითხოვს. ასეთი დატვირთვა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ძნელია. ახლა, ყველაფერი ჩემპიონთა ლიგაზეა დამოკიდებული. თუ "რეალი” გაიმარჯვებს, მოურინიო, შესაძლოა, დარჩეს. "რეალის” შემდეგი მწვრთნელი აუცილებლად ესპანელი უნდა იყოს”, - განუცხადა ელგერამ Football Espana-ს. 
 შეგახსენებთ, რომ ელგერა "რეალში” 1999-2007 წლებში ასპარეზობდა. 
Views: 523



Shadow


content top