infoBets - რამოსი რონალდოს აქებს - 27 February 2013
infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 27 » რამოსი რონალდოს აქებს

რამოსი რონალდოს აქებს

ესპანეთის თასის განმეორებით ნახევარფინალურ შეხვედრაში მადრიდის "რეალმა” სტუმრად "ბარსელონა” ანგარიშით 3:1 დაამარცხა. მატჩში დუბლი შეასრულა "სამეფო კლუბის” პორტუგალიელმა თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდუმ. მატჩის შემდეგ მადრიდელთა მცველმა სერხიო რამოსმა მეტოქე გუნდი დააფასა და რონალდუც შეაქო.

"ამ მატჩისთვის კარგად მოვემზადეთ. "ბარსელონას” წინააღმდეგ თამაში ყოველთვის ძნელია. კატალონიელები თავისუფალ ზონებს ეძებენ, რითაც მეტოქეს დიდ სირთულეს უქმნიან, თუმცა დღევანდელმა მატჩმა პრობლემების გარეშე ჩაიარა. გამარჯვება დავიმსახურეთ.

ყოველთვის ვამბობდი, რომ რონალდუ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. ის ამ სიტყვებს სწორედ ასეთ მატჩებში ამტკიცებს”, – სერხიო რამოსის სიტყვები AS-მა გამოაქვეყნა.
Views: 159



Shadow


content top