infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 27 » მადრიდის რეალმა ბარსელონა გაანადგურა

მადრიდის რეალმა ბარსელონა გაანადგურა

ბარსელონა - რეალიყველაფერს აქვს დასაწყისი და დადასრული, დიახ, შეიძლება ითქვას, რომ "ბარსელონას" ის ერა, როდესაც გუნდი სეზონში 4-ს და მეტ ტიტულს იგებდა დასრულდა. დასრულდა ერა, როდესაც "ბარსელონა" უპირობო ფავორიტი იყო ყველა კლუბთან და უპრობლემოდ ამარცხებდა მადრიდის "რეალს".

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ შეხვედრაში "ბარსელონა" "მილანთან" 2:0 დამარცხდა სტუმრად, ბევრმა ეს უბრალოდ "ბარსელონას" ერთი შეხვედრის ჩავარდნან მიიჩნია, მაგრამ როგორც ჩანს ეს ასე არაა, ამ მარცხზე მძიმე "კამპ ნოუზე" "რეალთან" უშანსო მარცხია კატალონიელებისთვის 1:3 , მადრიდის "რეალი" სამეფო თასის ფინალში გავიდა. 

როგორც ყოველთვის, ამ შეხვედრაშიც ტერიოტირული უპირატესობა "ბარსელონას" ჰქონდა, მაგრამ ეს უპირატესობა მასპინძლებმა ვერაფერში გამოიყენეს, წესიერი მომენტიც კი ვერ შექმნეს, ჟოზე მოურინიოს გუნდმა კი ჩქარ კონტრშეტევებზე ააგო თამაში და საბოლოოდ მადრიდულ გუნდს შესანიშნავი შედეგი მოუტანა ამ ტაქტიკას. კატალონიელებს დაცვაში ძალიან დიდი პრობლემები აქვს, ეს აშკარაა.

მადრიდის "რეალმა" დაწინაურება უკვე მე-13 წუთზე შეძლო, სწრაფ კონტრშეტევაზე შესანიშნავი იყო რონალდუ, პიკემ რონალდუ საჯარიმოში წააქცია და მსაჯმაც თერთმეტმეტრიანი დადო. რონალდუმ თავისივე გამომუშავებული თერთმემტრიანი შეირგო და "რეალი" დააწინაურა. პორტუგალიელმა ზედზედ მეექვსე შეხვედრაში შეძლო "კამპ ნოუზე" გატანა, რითიც ის რეკორდსმენია.მადრიდის რეალმა მოიგო

გასული გოლის შემდეგ კვლავ ისე გაგრძელდა თამაში, "ბარსელონა" ბურთს ფლობდა და შეტევას ცდილობდა, მაგრამ ხეირიანი კვლავ არაფერი გამოსდიოდა, პირველ ტაიმში გოლი აღარ გასულა. მეორე ტაიმის საწყის მონაკვეთში სახიფათო ჯარიმა დაინიშნა მადრიდელთა კარის მიმართ, რომელიც მესიმ დაარტყა და ბურთი სულ მცირედ ასცდა "რეალის" კარს, "სამეფო გუნდი" აშკარად გადარჩა. 

57-ე წუთზე "რეალმა" კიდევ ერთი სწრაფი კონტრიერიში გამოიყენა, გოლის ავტორი კვლავ რონალდუა. დი მარიამ თავბრუ დაახვია პუიოლს, პირისპირ გავიდა, მაგრამ პინტომ აჯობა, დამატებაზე კი რონალდუმ შესანიშნავად ითამაშა, დუბლი გაიფორმა და ანგარიში 2-0 გახადა. აშკარა იყო, რომ მასპინძლები 3 გოლის გამტანები არ იყვნენ, რადგან კატალონიელებს 2-2ც არ აძლევდათ ხელს.

მაგრამ გოლის გატანის მაგივრად, კატალონიელებმა კვლავ საკუთარ კარში მიიღეს ბურთი, 68-ე წუთზე ოზილის ჩამოწედებული კუთხურის შემდეგ თავი ახალგაზრდა რაფაელ ვარანემ გამოიჩინა, ფრანგი ფეხბურთელი მართლაც კატალონიელთა წყევლად გადაიქცა, ჯერ იყო და პირველ თამაშში საუკეთესოდ დასახელდა, დაცვაში შესანიშნავად იდგა და გამათანაბრებელი გოლი სწორედ მან გაიტანა, ახლაც კვლავ შესანიშნავად გამოიყურებოდა დაცვაში და უგოლოდ მატჩი არც ამჯერად დატოვა. 

"ბარსელონამ" პრესტიჟის გოლის გატანა მხოლოდ 89-ე წუთზე შეძლო, გოლი ალბამ გაიტანა, უნდა აღინიშნოს ინიესტას შესანიშნავი გადაცემა. საბოლოოდ მატჩი მადრიდელთა გამარჯვებით 3-1 დასრულდა. "რეალის" მეტოქე დღეს "სევილიასა" და "ატლეტიკოს" შორის გაირკვევა.


ვიდეო მიმოხილვა
Views: 1224



Shadow


content top