infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 26 » მესის და მოურინიოს დამეგობრება მოუწევთ

მესის და მოურინიოს დამეგობრება მოუწევთ

მესი, მოურინიოკატალონიის "ბარსელონას” ვარსკვლავ ლიონელ მესისა და მადრიდის "რეალის” მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს "დამეგობრება” მიხაელ ბალაკის გამოსამშვიდობებელი მატჩისთვის მოუწევთ. 

Football Espana-ს ცნობით, ორივე მათგანმა გერმანელის გამოსამშვიდობებელ მატჩში მონაწილეობაზე თანხმობა განაცხადა. 
 ბალაკი ფეხბურთს მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავების გარემოცვაში დაემშვიდობება. "ლევერკუზენის”, "ბაიერნისა” და "ჩელსის” ყოფილი ნახევარმცველი "დრიმ ტიმში” ითამაშებს, სადაც თავის ყოფილ თანაგუნდელებს გააერთიანებს. მათი მეტოქე ბალაკის ყოფილი მეტოქეებისგან შემდგარი გუნდი იქნება, რომელსაც მოურინიო უხელმძღვანელებს. 
 მესისა და მოურინიოს გარდა, ბალაკის გამოსამშვიდობებელ მატჩში მონაწილეობაზე თანხმობა უკვე განაცხადეს ფრენკ ლამპარდმა, დიდიე დროგბამ, მესუთ იოზილმა, ეშლი კოულმა და ბასტიან შვაინშტაიგერმა.
Views: 605



Shadow


content top