infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 25 » სიტი მზადაა კავანიში 40 მილიონი გადაიხადოს

სიტი მზადაა კავანიში 40 მილიონი გადაიხადოს

კავანი
ბრიტანულმა ავტორიტეტულმა გამოცემებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რის თანახმადაც მანჩესტერ სიტის ადმინისტრაცია მზადაა, რომ ნაპოლის ურუგვაელი ფორვარდის, ედისონ კავანის სანაცვლოდ 40 მილიონი ფუნტ სტერლინგი გადაიხადოს.

თავიდან რობერტო მანჩინი მადრიდის ატლეტიკოს კოლუმბიელი ფორვარდის, რადამელ ფალკაოს შეძენას ცდილობდა, თუმცა კოლუმბიელი გოლიადორი უფრო და უფრო უახლოვდება მადრიდის რეალსა და ლონდონის ჩელსის.

როგორც მოგეხსენებათ რობერტო მანჩინი კავანითი ზაფხულშიც ინტერესდებოდა, თუმცა მაშინ ეს ტრანსფერი ჩაიშალა, ნეაპოლიკანური კლუბის ხელმძღვანელებს ფეხბურთელის გაშვება არ სურდათ. ახლა კი დიდი ალბათობით მანჩესტერ სიტის ედინ ჯეკო დატოვებს, ხოლო მის შემცვლელად კი ინგლისში ედისონ კავანის მოიაზრებენ.
Views: 541



Shadow


content top