infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 25 » ინგლისის ლიგა სუონსი სიტიმ მოიგო

ინგლისის ლიგა სუონსი სიტიმ მოიგო

სუონსი სიტიინგლისის ლიგის თასის ფინალურ მატჩში უელსურმა "სუონსი სიტიმ” "ბრედფორდ სიტი” გაანადგურა. ლონდონის "უემბლის” სტადიონზე გამართული მატჩი ანგარიშით 5:0 დასრულდა. დუბლით გამოირჩნენ ნათან დაიერი და ჯონათან დე გუზმანი, კინკილა გოლი კი მიჩუს ანგარიშზეა. აღსანიშნავია ისიც, რომ 56-ე წუთზე მთავარმა მსაჯმა კევინ ფრენდმა მოედნიდან გააძევა "ბრედფორდის” მეკარე მეთიუ დიუკი. ამ დროს ანგარიში უკვე 0:3 იყო. ამრიგად, "სუონსიმ” უკვე მოიპოვა უეფას ევროპის ლიგის მომდევნო გათამაშების საგზური.

ინგლისის ლიგის თასის ფინალი:
"ბრედფორდი”-”სუონსი” 0:5

გოლები: დაიერი 16′, 48′, მიჩუ 40′, დე გუზმანი 59′ (პ), 90+1′.
გაფრთხილება: სუნ-იონი 38′.
გაძევება: დიუკი 56′.
მთავარი მსაჯი: კევინ ფრენდი.
Views: 580



Shadow


content top