infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 25 » ფედერერის მორიგი გამარჯვება

ფედერერის მორიგი გამარჯვება

federeri
არაბთა გაერთიანებული ემირატების დედაქალაქ დუბაიში სტარტი აიღო 500-ანი კატეგორიის მამაკაცთა ტურნირმა, რომლის საპრიზო ფონდიც 1785500 ამერიკული დოლარია.
 გათამაშების პირველ წრეში შვეიცარიელი როჯერ ფედერერი მოულოდნელ წინააღმდეგობას გადააწყდა მსოფლიო რეიტინგის 128-ე ჩოგან მალეკ ჯაზირისგან. ტუნისელმა ჩოგბურთელმა პირველი სეტი ბრწყინვალედ ჩაატარა და 7:5 მოუგო სახელოვან მეტოქეს, თუმცა შემდეგ გამოფხიზლდა "მხიარული როჯერი” და მომდევნო ორ სეტში მეტოქეს მხოლოდ ორი გეიმი დაუთმო, საბოლოოდ 5:7, 6:0, 6:2 ფედერერის სასარგებლოდ.
 შეხვედრა 1 საათსა და 32 წუთს გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში შვეიცარიელმა მეტოქის ჩაწოდებაზე 5 გეიმი მოიგო, საკუთარი კი მხოლოდ ერთხელ დათმო. როჯერის ანგარიშზე 10 ეისის წილ 3 ორმაგი შეცდომაც გახლდათ, ხოლო თავის მხრივ ჯაზირიმ თავი 2 ეისით გამოიჩინა.
 გათამაშების მეორე წრეში მსოფლიო რეიტინგის მეორე ნომერი მარსელ გრანოლერსსა და ალბერტ მონტანიესს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
Views: 587



Shadow


content top