infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 25 » რეალი მაჩესტერში მოგებას გეგმავს

რეალი მაჩესტერში მოგებას გეგმავს

მადრიდის "რეალის” ბასკი ნახევარმცველი ჩაბი ალონსო ამჟამად ტრავმირებულია, თუმცა, პოპულარულ გამოცემა As.com-ის კორესპონდენტთან საუბრისას ის საწიროების შემთხვევაში მინდორზე გასასვლელად მზადყოფნას გამოთქვამს. ჩაბი ალონსომ გულშემატკივართათვის სხვა საინტერესო კითხვებსაც გასცა პასუხი.
  
- უპირველესად მანჩესტერის "ოლდ ტრაფორდზე” ჩასატარებელი განმეორებით მატჩზე გკითხავთ. თქვენეული ვარაუდით, რომელ გუნდს აქვს უკეთესი შანსი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასასვლელად?
 - ამ სტადიონზე თამაში ერთდროულად დიდი სიამოვნებაცაა და პასუხისმგებლობაც. "იუნაიტედისა” "რეალის” წყვილში მოგებულს რაც შეეხება, ჩემი აზრით მეოთხედფინალში ის გუნდი გავა, რომელიც მანჩესტერში პირველი გაიტანს.
- მინდორზე დაბრუნებას როდისთვის გეგმავთ?
 - ჯერჯერობით ტკივილის შეგრძნება კიდევ მაქვს და ბოლომდე მომჯობინობამდე ექიმები თამაშს მიკრძალავენ. ჩემი ნება რომ იყოს, ხვალვე ვითამაშებდი, მაგრამ ეს საკუთარ სურვილზე არაა დამოკიდებული.
- რა შეგიძლიათ გვითხრათ გუნდში შექმნი ატმოსფეროზე?
 - შეუძლებელია ყოველდღე ამ თემაზე პრესის ფურცლებზე დისკუსია იყოს გამართული. კარგად ვხედავ, რომ არსებულ რეალობასა და გავრცელებულ ცნობებს შორის უდიდესი სხვაობაა. ფეხბურთი სპორტის კოლექტიური სახეობაა. ჩვენ ეს კარგად გვესმის და ამიტომაც "რეალი” ერთიანი, შეკავშირებული გუნდია.
- არც იკერ კასილასსა და ჟოზე მოურინიოს შორის მომხდარ უთანხმოებას ადასტურებთ?
 - იკერსა და პორტუგალიელ სპეციალისტს საქმიანი, პროფესიული ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან. თუმცა, მათი დამოკიდებულება მოთამაშისა და მწვრთნელის ფარგლებს არ სცილდება.
- როგორ დაგვიხასიათებთ მოურინიოს?
 - როგორც მწვრთნელი, იგი საუკეთესოა – ჩემი აზრით, მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი. მასთან ერთობლივად მუშაობისას პროფესიული და პიროვნული ასპაექტით ძალიან გავიზარდე. სეუ ჟოზესთან ურთიერთობა ნებისმიერი ფეხბურთელისთვის მეტად სასიამოვნო და სასარგებლოა. 
- ეროვნებით ბასკი ხართ. მადრიდის "რეალში” თამაში არ გიჭირთ?
 - ჩემი წარმომავლობის გამო კასტილიის დედაქალაქში პრობლემა არასდროს შემქმნია. "სანტიაგო ბერნაბეუზე” ჩემთვის ყველაფერი ნორმალურადაა. "რეალში” ასპარეზობის გამო თუკი ვინმე შეურაცხყოფას მაყენებს, ეს უკვე მისი პრობლემაა და არა ჩაბი ალონსოსი.
- ტრიბუნიდან თქვენი მისამართით წამოსროლილი რომელი სიტყვა ან ფრაზა გაღიზიანებთ ყველაზე მეტად?
 - ვერ ვიტან, როცა "ზარმაცად” მიხსენიებენ. ეს ზოგიერთმა ქომაგმა იცის და ცდილობს, ამით ამომაგდოს კალაპოტიდან.
- ოჯახის წევრებთან ფეხბურთზე საუბრობთ?
 - მხოლოდ მამასთან. მან ჩემ ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი შეიტანა, პროფესიონალად გახდომის შემდეგ კი შენიშვნას აღარ მაძლევს. მისი აზრით, უმჯობესია ნაკლზე მწვრთნელმა მიმითითოს. ვფიქრობ, სწორი მიდგომაა. 
- რა უფრო ძნელია ვაჟის აღზრდა თუ თუნდაც მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატებით გამოსვლა?
 - ერთიც და მეორეც ურთულესია. შვილების აღზრდას რაც შეეხება, ვცდილობ კარგი მშობელი ვიყო. ამჟამად ოჯახთან ერთად ყოფნა იშვიათად მიწევს და შვილების აღზრდაზე ძირითადი პასუხისმგებლობა ძირითადად მეუღლეს აქვს აღებული. ჩემ საყვარელ ადამიანებს კი ძირითადად Skype-ის მეშვეობით ვეკონტაქტები. შვილებთა ამგვარი სახის დიალოგი ხანდახან ისეთი ხანგრძლივია, რომ ისინი მონიტორთან ჩათვლემენ ხოლმე. ისე კი, ჩემი უფროსი ბიჭი იონი კარგად ვერაა გარკვეული სიტუაციაში. ერთხელ მან მკითხა – აიტა (ბასკურად მამა-რედ) კრიშტიანუს იცნობ? 
- კარიერის განმავლობაში არაერთი უმნიშვნელოვანესი შეხვედრა ჩაგიტარებიათ, მაგრამ მაინც გკითხავთ – თქვენთვის გამორჩეული რომელი მატჩია?
 - პირადად ჩემთვის  23 ივნისი მართლაც დაუვიწყარი დღე გახდა – დონეცკის "დონბას არენაზე” მეასე მატჩი ჩავატარე "ფურია როხას” რიგებში, ფრანგებთან დაპირისპირებისას დუბლი შევასრულე და ესპანეთის ეროვნულ გუნდთან ერთად ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავედი... მართლაც დაუვიწყარი დღე და მატჩია.
Views: 946



Shadow


content top