infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 25 » მანჩინის სიტის გამარჯვების ჯერ ისევ სჯერა

მანჩინის სიტის გამარჯვების ჯერ ისევ სჯერა

მანჩინი
ინგლისის მიმდინარე ჩემპიონატის დასრულებამდე 11 ტურით ადრე "მან სიტი" "ემიუს" 12 ქულით ჩამორჩება.

პრემიერ ლიგის ეგიდით "ჩელსისთან" მოგებული შეხვედრის შემდეგ მანჩესტერელების მთავარი მწვრთნელი პრესას გაესაუბრა.

"ჩვენთვის ყველაზე მთავარი - ჩვენი ფეხბურთის თამაშის გაგრძელებაა. სატურნირო ცხრილში სეზონის ბოლოს ჩავიხედავთ. ჯერჯერობით - ყოველ შეხვედრაში გამარჯვება, აი ესაა ჩვენი მიზანი",-აცხადებს რობერტო მანჩინი.

"მან სიტი" ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებს. ამაში ეჭვი არავის არ შეეპაროს. და მე მჯერა, რომ შეგვწევს ძალა მივაღწიოთ დასახულ მიზანს",-დაასრულა იტალიელმა.
Views: 615



Shadow


content top