infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 24 » კიელინი იუვენტუსს უბრუნდება

კიელინი იუვენტუსს უბრუნდება

კიელინი28 წლის იტალიელი მცველი, ჯორჯო კიელინი მიღებული ტრავმის მოშუშების შემდეგ "იუვენტუსს” უბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ კიელინის 16 დეკემბრის შემდეგ არ უთამაშია, რადგან ფეხზე ტრავმა აწუხებდა. სავარაუდოდ, "ფიორენტინას” ყოფილი ფეხბურთელი, ხვალ, "სიენასთან” ჩასატარებელ შეხვედრაში სათადარიგოთა სკამზე იქნება.

ასევე, "ბიანკონერის” ფედერიკო პელუზო და კლაუდიო მარკიზიო უბრუნდებიან, მათ დისკვალიფიკაცია მოიხადეს. რაც შეეხება მარტინ კასერესს, მას კუნთზე პრობლემები აქვს, ამიტომ ვერ ითამაშებს. ხოლო არტურო ვიდალმა კოჭის ტრავმა მოირჩინა და ანტონიო კონტემ განაცხადში შეიყვანა.
Views: 616



Shadow


content top