infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 23 » მანჩინის მოგება უნდა

მანჩინის მოგება უნდა

მანჩინი
არსენალის მთავარი მწვრთნელი, რომელსაც ბოლო პერიოდში ყველა აკრიტიკებს, ვისაც კი არ ეზარება, ახლა სიტის მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ გააკრიტიკა.

ეს თემა მანჩინიმ პარასკევს წამოჭრა, როდესაც საქმე მის ფეხბურთელებზე მიდგა. მან განაცხადა, რომ წარუმატებლობის შემთხვევაში საკუთარ ფეხბურთელებს გააკრიტიკებს და არ მოიქცევა ვენგერივით, რომელიც ნებისმიერი შედეგის ჩვენების შემდეგ ამხნევებს გუნდელებს. 

ის თვლის, რომ ნებისმიერი კრიტიკა, რომელსაც ფეხბურთელები მიიღებენ, უფრო მეტ მოტივაციას მატებს მათ და ეცებიან დაუმტკიცონ ყველას, რომ მათი წარუმატებლობა დროებითია.

"მე არ ვარ არსენ ვენგერი, მე გამარჯვება მინდა. ვთვლი, რომ ნებისმიერი ფეხბურთელი მზად უნდა იყოს იმისათვის, რომ მიიღოს შენიშვნები მწვრთნელისგან და სხვა პირებისაგან. ფეხბურთელი პროგრესს ვერ განიცდის იმ შემთხვევაში როდესაც მწვრთნელი მას ეუბნება, რომ "არაუშავს შეგეშალა, მაგრამ მომავალში გამოასწორებ" - მე მგონია, რომ ასეთი სიტყვების შემდეგ ფეხბურთელი ვერაფერს ვერ მიაღწევს." - განაცხადა მანჩინიმ.
Views: 708



Shadow


content top