infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 23 » კაპელოს პრემიერ ლიგაში მუშაობა უნდა

კაპელოს პრემიერ ლიგაში მუშაობა უნდა

კაპელო
ინგლისის ნაკრების ყოფილ თავკაცს ამჯერად პრემიერ-ლიგაში მოღვაწეობა სურს.

მისი თქმით ის პრემიერ-ლიგას ბრწყინვალედ მოერგებოდა,მისით ლონდონის "ჩელსი" ინტერესდებოდა,თუმცა აბრამოვიჩმა საბოლოოდ ბენიტესი აირჩია,კაპელოს თქმით მას სურს რომ "ჩელსი" გაწვრთნას.

როგორც იცით კაპელო რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია,მაგრამ ის არ მალავს სიყვარულს ინგლისური ფეხბურთისადმი,და მზად არის დატოვოს რუსეთი თუ მას სარფიან შემოთავაზებას გაუკეთებენ.

"მე მენატრება ბრიტანეთში გატარებული წლები,იქ მშვენიერი ატმოსფერო იყო,და რათქმაუნდა ძალიან ერთგული გულშემატკივარიც,აქ რუსეთში ჩვეულებრივ სტადიონი ნახევრად ცარიელია,მე ეს ძალიან მაწუხებს,და ამიტომაც მსურს რუსეთიდან წამოსვლა."

"პრემიერ-ლიგა აბსოლიტურად მომხიბლავი ჩემპიონატია,ამიტომაც მსურს ვიყო რომელიმე პრემიერ-ლიგური გუნდის მთავარი მწვრთნელი,მე პრემიერ-ლიგაში უფრო დიდ წარმატებას მივაღწევ,ვიდრე ახლა ვაღწევ რუსეთში."

"ჩემზე ბევრი იწერებოდა,რომ თითქოს იტალიაში ან თუნდაც ესპანეთში მივდიოდი სამუშაოდ,მაგრამ ეს ჟურნალისტების მორიგი სისულელე აღმოჩნდა,საბოლოოდ მე რუსეთში აღმოვჩნდი ახლა კი მსურს დავტოვო აქაურობა,რადგან მომენატრა ინგლისური ფეხბურთი."
Views: 812



Shadow


content top