infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 23 » რეალი ტრანსფერებისთვის ემზადება

რეალი ტრანსფერებისთვის ემზადება

პერესი, რეალი
მადრიდელები მზად არიან ზაფხულში მორიგი ხმაურიანი ტრანსფერები გააკეთონ.

საპრეზიდენტო არჩევნების წინ ფლორენტინო პერესი საყვარელი საქმის კეთებას შეუდგა: კონკრეტულად კი ვარსკვლავების "სანტიაგო ბერნაბეუზე" მიწვევას.

ესპანური პრესის ინფორმაციით, "თეთრების" პრეზიდენტი არჩევანს აგუეროს, ნეიმარს, ფალკაოს, ბეილსა და ისკოს შორის გააკეთებს. ზოგიერთი გამოცემის თქმით კი პერესი მზადაა ამ ჩამონათვალიდან 3 ფეხბურთელი შეიძინოს. 

ამას გარდა, გაურკვეველია თუ ვინ უთავკაცებს "სამეფო კლუბს" მომავალი სეზონიდან. მოურინიოს წასვლის ალბათობა კვლავინდებურად ძალიან დიდია. გულშემატკივრებს ახალი მწვრთნელის სტატუსში მიკაელ ლაუდრუპის ხილვა სურთ, რომელიც წარმატებით მუშაობს "სუონსიში". დანიელის გარდა, განიხილება ანჩელოტის, კლოპის და ვენგერის კანდიდატურები.
Views: 609



Shadow


content top