infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 22 » ბრენდან როჯერსი თავისი ფეხბურთელებით ამაყობს

ბრენდან როჯერსი თავისი ფეხბურთელებით ამაყობს

მიუხედავად იმისა, რომ ინგლისის "ლივერპულმა” ევროპის ლიგის 1/16-ფინალის ორმატჩიან რაუნდში სანქტ პეტერბურგის "ზენიტის” ბარიერის გადალახვა ვერ მოახერხა, მერსისაიდელთა თავკაცი ბრენდან როჯერსი განმეორებით მატჩში საკუთარი შეგირდების მოქმედებით კმაყოფილი დარჩა.
 ერთი კვირის წინ გამართულ მატჩში რუსულმა კლუბმა საკუთარ მოედანზე ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვა (2:0), განმეორებით შეხვედრაში "ლივერპულმა” ჩამორჩენა გააბათილა (3:1), მაგრამ სტუმრად გატანილი გოლის წესის თანახმად, მერვედფინალში "ზენიტი” გავიდა.
 "უწინარესად, მინდა გითხრათ, რომ ამაყი ვარ ჩემი ფეხბურთელების მოქმედებით. მათ შესაძლებლობის მაქსიმუმი გააკეთეს, გამოავლინეს ურყევი ხასიათი და ვერაფერში დავადანაშაულებ. თავი გამოიჩინეს გულშემატკივრებმაც, რომელთა მხარდაჭერაც ფენომენალური იყო. ყველა ერთად - ფეხბურთელები, გულშემატკივრები და მწვრთნელები ვართ იმ ლამაზი საფეხბურთო ოჯახის წევრები, რომელსაც "ლივერპული” ჰქვია. დღეს ერთ-ერთი ის საღამო იყო, რომელიც სიამოვნებას მანიჭებს იმით, რომ ამ ოჯახის წევრი ვარ.
 სამწუხაროა, რომ მსაჯმა არ დანიშნა თერთმეტმეტრიანი, როდესაც "ზენიტის” ფეხბურთელმა მატჩის მიწურულს საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა. წესების დარღვევა აშკარა იყო და ეს ყველამ დაინახა. თუ ხელით თამაში მთავარმა მსაჯმა ვერ შეამჩნია, არიან გვერდითი და კარის უკან მდგომი მსაჯები და მათ მაინც უნდა დაენახათ წესების დარღვევა. გული დამწყვიტა ამ გადაწყვეტილებამ და საერთო ჯამში ნაჩვენებმა შედეგმა.
 გულდაწყვეტილი ვარ იმითაც, რომ კარაგერის შეცდომის გამო სრულიად უაზრო გოლი გავუშვით. ძალიან მეცოდება ჯეიმი. ის საუცხოო მოთამაშე, დიდი პროფესიონალია, რომელიც დიდი ხანია "ლივერპულის” ღირსებას იცავს. მან არ დაიმსახურა ეს, მით უმეტეს, რომ ევროთასებზე უკანასკნელ მატჩს ატარებდა. მსგავსი რამ ყველას შეიძლება დაემართოს და არ ვაპირებ მარცხი სრულად კარაგერს გადავაბრალო.
 ჩვენთვის მიმდინარე სეზონი ჯერ არ დასრულებულა. ის მხოლოდ "ქუინზ პარკ რეინჯერსთან” მატჩის საფინალო სასტვენის შემდეგ დასრულდება. კარგად ვხედავ, რომ გუნდი იზრდება და ვითარდება და გავაგრძლებთ ამ მიმართულებით მუშაობას. ძალიან მინდა, რომ მრავლად გვქონდეს ისეთი საღამოები, როგორიც დღეს გვქონდა” – ასე დაასრულა სიტყვით გამოსვლა როჯერსმა.
  
Views: 713



Shadow


content top