infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 22 » დინამო-ტორპედო

დინამო-ტორპედო

დინამო, ტორპედო
,,ბენდელას თასის" 22-ე გათამაშება ფინიშისკენ მიიწევს. დღევანდელი ნახევარფინალური მატჩების შემდეგ  გამოვლინდნენ ის გუნდები, რომლებიც  გია ბენდელიანის დაბადების დღეს - 25 თებერვალს, თბილისში, ,,ბენდელაზე" მთავარი პრიზისთვის იბრძოლებენ. თასის ფინალში თამაშის უფლება ქუთაისის ,,ტორპედოს" და თბილისის ,,დინამოს" ახალგაზრდულმა  გუნდებმა მოიპოვეს.
 დინამოელებმა გამანადგურებელი ანგარიშით - 11:1 დაამარცხეს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მეორელიგელი გორის ,,ქართლი".
 სულ სხვა სცენარით წარიმართა მეორე ნახევარფინალი. ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე, თავსხმაში,  ,,ტორპედოს" და ,,ვიტ ჯორჯიას" ფარმკლუბელებმა,  რომ იტყვიან, თავი შეაკლეს ერთმანეთს. ამ წყვილში გამარჯვებულის გამოსავლენად არც 90-მა წუთმა იკმარა და, არც დამატებითმა 30-მა. ტორპედოელებს ფორტუნამ 11-მეტრიანების სერიაში გაუღიმა, რომელიც მათ 4:2 მოიგეს.
  ქუთაისელებმა სასტარტოში თურქულ შეკრებაზე ნამყოფი ოთხი მოთამაშე დააყენეს და
 პირველ ტაიმში „ტორპედოს" უპირატესობის მიუხედავად, უფრო მწვავედ სტუმრები უტევდნენ . მათი ერთ-ერთი კონტრიერიში მაქსიმე ქვილითაიას კარის აღებით დასრულდა, 32-ე წუთზე ანდრო სოფრომაძის გადაცემის შემდეგ ელგუჯა ლობჟანიძემ გამოიჩინა თავი.
 ,,ვიტ ჯორჯია" მეორე ნახევარშიც მონდომებით თამაშობდა და სულ ახლოს იყო გამარჯვებასთან, თუმც სტუმრებმა ანგარიში ვერ შეინარჩუნეს, 89-ე წუთზე  ლაშა ჩიხლაძემ ჯინო რეჭიას კარი დალაშქრა - 1:1.
 ვიტელებმა დამატებულ დროშიც, 101-წუთზე შეძლეს დაწინაურება. ელგუჯა ლობჟანიძემ ამჯერად ერეკლე ხვისტანის პასი შეირგო. მალე არბიტრმა გიორგი ყრუაშვილმა მეორე გაფრთხილებისათვის ტორპედოელი თეიმურაზ მარკოზაშვილი გააძევა. შეხვედრის ბედიც, თითქოს აქ უნდა გადაწყვეტილიყო, მაგრამ 115-ე წუთზე ქუთაისელთა შეტევისას გიორგი ყრუაშვილმა  ელგუჯა ლობჟანიძეს საკუთარ საჯარიმოში ხელით თამაში დაუფიქსირა და 11-მეტრიანი დანიშნა. ბექა კაკუშაძემ ის გოლად აქცია და - 2:2.
 11-მეტრიანების სერია ,,ვიტ ჯორჯიასთვის" უიღბლო გამოდგა. სტუმრებმა პირველი ორი დარტყმა (ქვილითაია,ძელი)  გააცუდეს და ფინალის  გზა ქუთაისლებს დაუთმეს. ვიტყვით იმასაც, რომ სტუმართა დამრიგებელი ზურაბ ბერიძე უკმაყოფილო დარჩა მსაჯთა ბრიგადის მოქმედებით.


 მეტოქეებმა ასეთი შემადგენლობებით ითამაშეს:
,,ტორპედო": ქვილითაია, მამასახლისი(კ), სანდოხაძე (გიორგი ლობჟანიძე, 77), გელაშვილი (ჩიხლაძე, 75), კუსიანი (კილაძე, 116), ქიქავა(გოგუაძე,109), მარგველაშვილი (კანდელაკი,46), ახვლედიანი (ტვილდიანი, 57), მარკოზაშვილი, გოგიჩაიშვილი (კაკუშაძე,65), გავაშელიშვილი (პეტავა, 46).
,,ვიტ ჯორჯია": რეჭია, იაშვილი, კალანდია, ტეტუნაშვილი(კ),  ბუაჩიძე, გახარია(კვირკვია, 70, ხვისტანი, 98), უბილავა, კურდღელაშვილი (ბუნტური, 58), გაგნიძე (დადიანი,65, უდუმაშვილი, 99), სოფრომაძე, ელგუჯა ლობჟანიძე.
Views: 614



Shadow


content top