infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 22 » აბიდალი თამაშს უბრუნდება!

აბიდალი თამაშს უბრუნდება!

აბიდალი
ღვიძლის გადანერგვის ოპერაციის გადატანიდან ერთი წლის შემდეგ, ფრანგი მცველი "ბარსელონას" მაისურის მორგებას კიდევ ერთხელ შეძლებს.

"ბარსელონას" ოფიციალური საიტი იტყობინება, რომ კლუბის სამედიცინო შტაბმა მცველს ერიკ აბიდალს პირველ გუნდთან ერთად თამაშის ნება დართო. არსებობს იმის ალბათობა, რომ მცველი კატალონიელების შემადგენლობაში თამაშს უკვე ამ უიკენდზე "სევილიასთან" გასამართ შეხვედრაში შეძლებს.

შეგახსენებთ, ბოლოს აბიდალი მოედანზე 2012-წლის თებერვალში ვიხილეთ, რომლის შემდეგაც ღვიძლის გადანერგვასთან დაკავშირებული ოპერაცია გადაიტანა. დიდი ხნის განმავლობაში კითხვის ნიშნის ქვეშ იყო შეძლებდა თუ არა ერიკი პროფესიონალური კარიერის გაგრძელებას.

მიუხედავად ამისა, აბიდალი აღდგენითი პროცესების გავლის შემდეგ რამოდენიმე თვე ვარჯიშობდა და დეტალური სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ, რომელიც დღეს ჩატარდა, დადგინდა, რომ ფეხბურთელის მოედანზე დაბრუნებას ხელს არაფერი არ უშლის.
Views: 787



Shadow


content top