infoBets - ზაფხულში კარლო ანჩელოტი ,,რეალს" ჩაიბარებს - 21 February 2013
infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 21 » ზაფხულში კარლო ანჩელოტი ,,რეალს" ჩაიბარებს

ზაფხულში კარლო ანჩელოტი ,,რეალს" ჩაიბარებს

ფრანგულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "პარი სენ-ჟერმენის" იტალიელი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი ზაფხულიდან მადრიდის "რეალის" თავკაცი გახდება. 

წყაროს ცნობით, "რეალის" წარმომადგენლები უშუალოდ ანჩელოტის შეხვდნენ, რადგან ამ სპეციალისტს აგენტი არ ჰყავს და სიტყვიერ შეთანხმებასაც მიაღწიეს. 

ეს არ ყოფილა ანჩელოტის და "რეალის" პირველი შეხვედრა. გამომდინარე აქედან, "სამეფო კლუბის" ხელმღვანელობას კარგა ხანია, გადაუწყვეტია მისი დანიშვნა ჟოზე მოურინიოს ნაცვლად. 

ამ ინფორმაციამდე, ესპანური პრესა იუწყებოდა, რომ ფლორენტინო პერესმა და ჟოზე მოურინიომ მიაღწიეს შეთანხმებას - ზაფხულში პრეზიდენტი პორტუგალიელს 10 მილიონ ევროს გადაუხდის კომპენსაციის სახით და ჟოზეც ინგლისში სამუშაოდ გადაბარგდება.
Views: 290



Shadow


content top