infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 20 » ანდერსონი მანესტერში ბედნიერია

ანდერსონი მანესტერში ბედნიერია

"მანჩესტერ იუნაიტედის” ბრაზილიელი ფეხბურთელი, ანდერსონ ოლივეირა უარყოფს გავრცელებულ ამბებს, თითქოს, მას კლუბის დატოვება სურს.
ანდერსონ ოლივეირა
შეგახსენებთ, რომ ანდერსონი "წითელ ეშმაკებში” 2007 წელს, "პორტოდან” გადავიდა. ფეხბურთელმა კარგი სადებიუტო სეზონი ჩაატარა, თუმცა ბოლო დროს, ძველებურად ვეღარ თამაშობს.

"გუნდის დატოვებას არ ვაპირებ. ყველამ იცის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში” ბედნიერი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ტრავმა მქონდა, სახიდან ღიმილი არასოდეს მომიშორებია. ვცდილობ, რომ თანაგუნდელებს დავეხმარო. "წითელი ეშმაკების” დატოვებას თუ გადავწყვეტ, მაშინ უპირველეს ყოვლისა, მწვრთნელს დაველაპარაკები. ცხადია, არცერთ ფეხბურთელს ტრავმის მიღება არ სურს, მაგრამ ცოტათი შევიცვალე. ბოლომდე ვიხარჯები და ვცდილობ, გუნდის წარმატებაში ჩემი წვლილი შევიტანო”, – უთხრა 24 წლის ნახევარმცველმა ჟურნალისტებს.
Views: 664



Shadow


content top