infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 20 » ლებრონ ჯეიმსი კაირი ირვინგს აქებს

ლებრონ ჯეიმსი კაირი ირვინგს აქებს

თამამად შეიძლება ითქვას,რომ NBA-ს ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა ამჟამად კლივლენდ კავალიერსის ახალგაზრდა გამთამაშებელია.

2013 წლის All-Star- ის უქმეებზე ბრწყინვალედ წარმოაჩინა საკუთარი შესაძლებლობები.ჯერ იყო და ამომავალი ვარსკვლავების მატჩში 32 ქულა დააგროვა,მეორე დღეს 3 ქულიანების კონკურსის გამარჯვებული გახდა და შედგომ უკვე კარგი დებიუტი ჰქონდა ყველა ვარსკვლავის მატჩში.კაირი ირვინგმა ლებრონ ჯეიმსის მოხიბლვაც კი მოახერხა.

"დიდი სიამოვნება მივიღე კარმელო ენტონისა და კაირი ირვიგთან თამაშით.ხშირად ვადევნებ ამ უკანასკნელის თამაშებს თვალს.კარგი როცა მათ წინააღმდეგ გიწევს ბრძოლა,მაგრამ კიდევ უფრო უკეთესია ასეთო დონის მოთამაშეების თანაგუნდელობა!

ირვინგი ძალიან მალე დაიპყრობს მწვერვალებს.ის უკვე ასპარეზობს ფანტასტიურ დონეზე.კაირის წინ დიდი მომავალი ელის.შემთხვევითი არ იყო მისი მონაწილეობა ყველა ვარსკვლავის მატჩში,რამეთუ იგი უკვე იმყოფება იმ დონეზე,როცა საუკეთესოებთან უნდა ითამაშოს.”-განაცხადა ლებრონ ჯეიმსმა.
Views: 746



Shadow


content top