infoBets - არსენალთან თამაშისას მოდუნება არ შეიძლება - 19 February 2013
infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 19 » არსენალთან თამაშისას მოდუნება არ შეიძლება

არსენალთან თამაშისას მოდუნება არ შეიძლება

მიუხენის ”ბაიერნის” მცველმა ბოფგიმ დანტემ ”არსენალთან” დღევანდელ მატჩზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ”მეთოფეთა” შემადგენლობაში არის რამოდენიმე ისეთი მოთამაშე, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს.

”არსენალს კარგი ფეხბურთელები ჰყავს. მაგალითად, ლუკას პოდოლსკი. მის წინაამღდეგ ბუნდესლიგაში ვთამაშობდი, როდესაც იგი კიოლნის რიგებში გამოდიოდა. გერმანიის ნაკრების ეს თავდამსხმელი მართლაც ძალიან სახიფათოა”, – აღნიშნა ბრაზილიელმა.
”ასევე მე ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მაისურით ამხანაგურ შეხვედრაში მივიღე მონაწილეობა, რომელშიც ჩვენ ინგლისს შევხვდით. ინგლისელთა რიგებში აღნიშნულ თამაშში უოლკოტმა და ულშირმა ითამაშეს, დიდი ყურადღება ამ მოთამაშეებსაც უნდა მივაქციოთ.
ასე რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოვდუნდეთ ისეთი გუნდის წინაამღდეგ თამაშისას, როგორიც ”არსენალია”. მათი საფეხბურთო ფილოსოფიით ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი. ლონდონელებს აქვთ იმის უნარი, რომ დაცვაში ბევრი პრობლემა შეგვიქმნან”.
Views: 223



Shadow


content top