infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 19 » პირლო ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე ოცნებობს

პირლო ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე ოცნებობს

"იუვენტუსის” ნახევარმცველი, ანდრეა პირლო აცხადებს, რომ "ბიანკონერის” მიზანია, მიმდინარე სეზონში, იტალიის ჩემპიონატი მოიგოს. 

რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, 33 წლის ფეხბურთელის თქმით, ტურინელები ამ ტურნირის თასის აღმართვაზე ოცნებობენ.

შეგახსენებთ, რომ იტალიელებმა მერვედგინალში, "სელტიკის” დამარცხება დიდი ანგარიშით (3-0) მოახერხეს და მომდევნო ეტაპზე, თითქმის, გასულები არიან.

"მიმდინარე სეზონში, ჩვენი მიზანი სერია ა-ს მოგებაა. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, ამ ტურნირის მოგებაზე ვოცნებობთ. ყოველი მატჩი ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე კიდევ უფრო გვაახლოვებს”, – განაცხადა პირლომ Rai Sport-თან საუბრისას.

მოგეხსენებათ, ხვალ, პირლოს ყოფილი გუნდი, "მილანი” "სან სიროზე” "ბარსელონას” მიიღებს. იტალიის ნაკრების მოთამაშეს "როსონერის” მოგების იმედი აქვს.

"დარწმუნებული ვარ, დიდებული მატჩს ვიხილავთ. იმედი მაქვს, "მილანი” წარმატებას მიაღწევს.”
Views: 596



Shadow


content top