infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 19 » არსენ ვენგერი:”მოგენატრებით,როდესაც წავალ!”

არსენ ვენგერი:”მოგენატრებით,როდესაც წავალ!”

დღეს,ლონდონის არსენალი ემირეითს სტედიუმზე მიუნხენის ბაიერნს დაუპირისპირდება.გულშემატკივრები დაძაბული მატჩის მოლოდინში არიან.


შაბათს,ბლექბერნთან განცდილი მარცხის შემდეგ დიდად გაიზარდა ზეწოლა არსენ ვენგერზე.ფანების ნაწილი მისი გუნდიდან წასვლასაც კი მოითხოვს,რაც საკმაოდ მტკივნეული აღმოჩნდა ფრანგი სპეციალისტისთვის.ბაიერნთან მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე მეთოფეთა 63 წლის ხელმძღვანელი უჩვეულოდ ნერვიული გახლდათ.

"დარწმუნებული ვარ მათ,ვინც ახლა ჩემს წასვლას მოითხოვს მოვენატრები,როცა ერთ დღეს ლონდონის არსენალს დავტოვებ.მოვა დრო და დავასახელებ იმ კლუბებს,რომელთა გაწვრთნასაც მთავაზობდნენ წლების განმავლობაში,მაგრამ მე მეთოფეთ რიგებში დარჩენა და მათთან ერთად ბრძოლა გადავწყვიტე!”-განაცხადა არსენ ვენგერმა.
Views: 662



Shadow


content top