infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 19 » ,,ლაციო" სიენასთან დამარცხდა

,,ლაციო" სიენასთან დამარცხდა

იტალიის ჩემპიონატის 25–ე ტურის დასკვნით მატჩში, „სიენამ" საკუთარ კედლებში რომის „ლაციო" გაანადგურა.

მხოლოდ მატჩის სტატისტიკას თუ შევხედავთ, რომაელთა მარცხი ძნელი დასაჯერებელი იქნება. ფაქტია, რომ „სიენამ" კარის ჩარჩოში 3–ჯერ მოახვედრა ბურთი და სამივე გოლით დასრულდა.

 თავის მხრივ, არაერთი საგოლე მომენტი ჰქონდა „ლაციოს", მაგრამ სტუმრებმა საქმე გოლამდე ვერაფრით მიიყვანეს.

 მასპინძლები მალევე დაწინაურდნენ – მე–7 წუთზე, მატეო რუბინის პასი ინოსენტ ემეჰარამ აქცია გოლად. რამდენიმე წუთში, რუბინმა უკვე ალესანდრო როსინას უპასა, იტალიელ ნახევარმცველმა კი, „სიენას" უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა. მასპინძლებმა პირველი ტაიმი მშვიდად მოიგეს და შეხვედრის მეორე ნახევარში ისღა დარჩენოდათ, უპირატესობა შეენარჩუნებინათ.

 საბოლოოდ, წერტილი ისევ ემეჰარამ დასვა, რომელმაც 61–ე წუთზე აიღო რომაელთა კარი და დუბლიც გაიფორმა – 3:0.

  

სიენა. „არტემიო ფრანკი". 

სიენა – ლაციო 3:0 (2:0)

სიენა: პეჯოლო, ტერლიცი, ფელიპე, რუბინი, ბელმონტე, ტეიშეირა, როსინა (ბოლცონი 78), ვერგასოლა, სესტუ (ვალიანი 60), დელა როკა, ემეჰარა (ბოგდანი 76).

მწვრთნელი: ჯუზეპე იაკინი

ლაციო: მარკეტი, სიანი (პერეირინია 31), ბიავა, კონკო, დიასი, ერნანესი, გონსალესი, კანდრევა (საა 67), ლულიჩი, ფლოკარი (ედერსონი 78), კოზაკი.

მწვრთნელი: ვლადიმირ პეტკოვიჩი

გოლები: 1:0 ემეჰარა (7), 2:0 როსინა (23), 3:0 ემეჰარა (61)

 გაფრთხილებები: სიანი (17), პერეირინია (65)

კარში დარტყმა: 4 (3) – 15 (8) ჯარიმა: 17 - 14 კუთხური: 3 - 5 თამაშგარე: 1 - 2 ბურთის ფლობა: 39% - 61% სეივი: 8 – 0


Views: 646



Shadow


content top